.

World Rugby-ის დებულება პასპორტის კონფიდენციალურობის შესახებ

World Rugby (მათ შორის, მასთან ასოცირებულმა კომპანიებმა) („World Rugby“, „ჩვენ“, „ჩვენი“) შექმნეს ეს დებულება კონფიდენციალურობის შესახებ, კონფიდენციალურობის საკითხში ჩვენი მტკიცე ვალდებულების დემონსტრირების მიზნით. ქვემოთ მოყვანილია ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების ჩვენი მეთოდების სრული აღწერა შემდეგისთვის:

passport.worldrugby.org
playerwelfare.worldrugby.org
rugbyready.worldrugby.org
sandc.worldrugby.org
laws.worldrugby.org
keeprugbyclean.worldrugby.org
getintorugby.worldrugby.org
integrity.worldrugby.org
coaching.worldrugby.org
officiating.worldrugby.org

(„საიტი“). ის ისეა მოწყობილი, რომ ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც თქვენგან ვიღებთ, ან თქვენ გვაწვდით ჩვენ, დამუშავდება ჩვენ მიერ. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ტექსტი თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩვენი შეხედულებების და მეთოდების და ასევე იმის გასაგებად, თუ როგორ მოვეპყრობით მას.

1988 და 2003 წლის მონაცემების დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში, რომელიც დროდადრო სწორდება და ხელახლა შედის მოქმედებაში („კანონები“), მონაცემებს აკონტროლებს World Rugby Limited, რომლის სათაო ოფისის მისამართია: World Rugby House, 8-10 Pembroke Street Lower, Dublin 2, Ireland. ჩვენ პატივს ვცემს თქვენს კონფიდენციალურობის უფლებას და ნებისმიერ პირად ინფორმაციას, რომელსაც ნებაყოფლობით მოგვაწვდით, მოვეპყრობით უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის უმაღლესი სტანდარტებით, კანონების პირობების შესაბამისად.

ინფორმაციის შეგროვება

ჩვეულებრივ, ინფორმაციის მოთხოვნა ხდება მაშინ, როცა თქვენ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ საიტზე არსებულ გარკვეულ საქმიანობებში ან რაიმე სხვა ფორმით გამოიყენოთ საიტი (მაგალითად, დარეგისტრირდეთ World Rugby პასპორტისთვის, დაგვიკავშირდეთ, მოითხოვოთ გარკვეული ინფორმაცია ან გამოიწეროთ ჩვენი ახალი ამბების ან სხვა სახის სერვისები), რომლებიც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს საიტზე. თუ დაგვიკავშირდებით, ჩვენ შეიძლება შევინახოთ ამ მიმოწერის ჩანაწერი.

შეგროვილი პირადი ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ შემდეგით: სახელი, რაგბიში ჩართულობა, ასაკი, საცხოვრებელი ქვეყანა, ეროვნება, სქესი, ელფოსტის მისამართი, არჩეული პაროლი საიტის გარკვეულ ადგილებზე წვდომისთვის და/ან თქვენი დამოწმება, რომ ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს.

როდესაც თქვენ World Rugby-ს საიტის მეშვეობით პირად ინფორმაციას აწვდით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი ინფორმაცია შეიძლება შეინახოს და დამუშავდეს World Rugby-ის მიერ და/ან მისი სახელით.

World Rugby-მ შეიძლება შეაგროვოს ინფორმაცია საიტთან ან საიტის სერვისებთან თქვენი ურთიერთქმედების შესახებ. ეს შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას თქვენი კომპიუტერის შესახებ და, როცა შესაძლებელია, თქვენი IP მისამართის, საოპერაციო სისტემის და ბრაუზერის ტიპის შესახებ. კერძოდ, World Rugby უფლებას იტოვებს, განახორციელოს მომხმარებლების ქცევის და მახასიათებლების სტატისტიკური ანალიზი საიტის სხვადასხვა განყოფილების მიმართ ინტერესის და მათი გამოყენების გასაზომად და იმ მომხმარებლების რაოდენობის დასადგენად, რომლებმაც კონკრეტული გვერდები მოინახულეს. სტატისტიკური ანალიზის შესრულებისას, საიტის სტატისტიკის მოპოვებისა და ანალიზისთვის, საიტის ნაწილები იყენებს Google Analytics-ს (Google, Inc.-ის მიერ მოწოდებული ვებ-ანალიტიკური მომსახურება).

World Rugby ადასტურებს, რომ, ჩვეულებრივ, ის გამოიყენებს მხოლოდ იმ პირად ინფორმაციას, რომელსაც თქვენ World Rugby-ის ფარგლებში გვაწვდით. როდესაც ჩვენ გვინდა თქვენი პირადი ინფორმაციის ვინმე სხვისთვის გადაცემა, თუ თქვენ უკვე და/ან წინასწარ არ გაქვთ მოცემული ამის გაკეთების ნებართვა, ჩვენ შეგატყობინებთ – იხილეთ შენიშვნები კონკრეტულ ვებ-გვერდებზე, რომლებიც გაგარკვევენ, რისთვის ვითხოვთ ინფორმაციას და ვისთვის გახდება ის ხელმისაწვდომი. შემდეგ უკვე თქვენ გადაწყვეტთ, მოგვაწოდოთ პირადი ინფორმაცია თუ არა.

ჩვენ მიერ ქუქი ფაილების გამოყენება

მრავალი სხვა ვებსაიტის ოპერატორის მსგავსად, ჩვენ ვიყენებთ ქუქი ფაილებს, რათა საიტი უკეთესი გავხადოთ. ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ფაილების შესახებ მეტის გასაგებად, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ქუქი ფაილების პოლიტიკას.

როგორ ვიყენებთ ინფორმაციას

ჩვენ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას, რათა გაგიწიოთ უკეთესი მომსახურება, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელსაც ითხოვთ, მათ შორის, ინფორმაცია World Rugby-ის, მის ღონისძიებების, რაგბის კავშირის თამაშის და/ან World Rugby-ის პასპორტის შესახებ. თქვენი ინფორმაცია, ასევე, გამოიყენება გარკვეულ მომსახურებებზე თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად და/ან გარკვეულ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად და/ან იმისთვის, რომ საიტი თქვენთვის უფრო სასარგებლო გავხადოთ.

თქვენს მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაცია ჩვენ ან ჩვენთან ასოცირებულმა ორგანიზაციებმა შეიძლება გამოვიყენოთ იმ ინფორმაციის მოსაწოდებლად, რომელსაც თქვენ მოითხოვთ. თქვენი პირადი ინფორმაცია, ასევე, გამოიყენება, აუცილებლობის შემთხვევაში, თქვენთან დასაკავშირებლად. საიტის გარკვეულ სერვისებზე და ნაწილებზე წვდომისთვის, თქვენ მოგეთხოვებათ ელფოსტის მისამართით შესვლა და პაროლის არჩევა. ამ შემთხვევაში თქვენს მიერ არჩეული პაროლი და სხვა ინფორმაცია (ელფოსტის მისამართის ჩათვლით) გროვდება და გამოიყენება უნიკალური ლოგ-ონის შესაქმნელად, რომლითაც თქვენ გექნებათ წვდომა საიტის გარკვეულ ნაწილებზე (მათ შორის, საიტზე ან World Rugby-ის საიტებზე ხელმისაწვდომ გარკვეულ სერვისებზე წვდომა და/ან მათი გამოყენება).

თქვენ გაქვთ უფლება, თავიდან აიცილოთ მარკეტინგული ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ თქვენთან გამოიგზავნა. თუ არ გსურთ, მიიღოთ ინფორმაცია ჩვენგან ან რომელიმე სხვა ორგანიზაციისგან, რომელსაც შეიძლება თქვენი ინფორმაცია გავუმხილოთ, დარწმუნდით, რომ არ გაქვთ მონიშნული კვადრატი „opt in“, რომელიც ჩნდება, როცა თქვენs პირად ინფორმაციას აგზავნით. თუ ნებისმიერ დროს მოისურვებთ, რომ ამოგიღოთ ჩვენი ახალი ამბების გზავნილების სიიდან, გთხოვთ გააგზავნოთ ელექტრონული წერილი სათაურით „გამოწერის გაუქმება“, მისამართზე [email protected]

ასოცირებული ორგანიზაციები, ვისაც, თქვენი ნებართვით, თქვენს პირად ინფორმაციას გავუზიარებთ, შემოიფარგლება მსოფლიოს მაშტაბით ჩვენი პარტნიორებით, ტურნირების სპონსორებით და ოფიციალური მიმწოდებლებით, World Rugby-ით (მათ შორის, მასთან ასოცირებული კომპანიები), ასევე მისი წევრი კავშირებით, ჩვენთან ასოცირებული ორგანიზაციებით და World Rugby-ის ტურნირების საორგანიზაციო კომიტეტებით. ასევე, ინფორმაცია შეიძლება გავუზიაროთ ჩვენი სერვისების მიმწოდებლებს, რომლებიც მომსახურებას ჩვენი სახელით და ჩვენი ინსტრუქციების საფუძველზე აწარმოებენ. სერვისების ეს მიმწოდებლები არ არიან ჩვენგან უფლებამოსილნი გამოიყენონ ან გაამჟღავნონ ინფორმაცია, გარდა აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენი სახელით ან კანონმდებლობის მოთხოვნით, მომსახურების წარმოებისა. World Rugby შეტყობინების გარეშე გაამჟღავნებს თქვენს პირად ინფორმაციას, როცა ის ჩათვლის, რომ ამას მოითხოვს კანონი და რეგულაციები, ან ეს აუცილებელია World Rugby-ის უფლებების ან საკუთრების, საზოგადოების ან საიტის მომხმარებელთა უფლებების დასაცავად.

16 წლამდე ასაკის ბავშვები

თუ 16 წელზე უმცროსი ხართ, სანამ რაიმე პირად ინფორმაციას გამოგვიგზავნით (მაგალითად, სახელი, ელფოსტის მისამართი, საცხოვრებელი მისამართი, დაბადების თარიღი და ა.შ.), აუცილებელია ნებართვის აღება თქვენი მშობლის ან მეურვისგან.

ცვლილებები დებულებაში კონფიდენციალურობის შესახებ

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, შევცვალოთ ჩვენი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა ნებისმიერ დროს. შესაბამისად, გირჩევთ, პერიოდულად შეამოწმოთ ეს გვერდი ჩვენი მიმდინარე პოლიტიკის გასაცნობად.

World Rugby-ის სხვა საიტების ან სხვა გარე საიტების ბმულები

საიტი შეიძლება შეიცავდეს სხვა ვებსაიტების ბმულებს, რომელთა კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის წესები შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენისგან, მათ შორის არის World Rugby-ის სხვა ვებსაიტები და/ან მესამე მხარის ვებსაიტები. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ვებსაიტების შინაარსსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, გარდა World Rugby-ის ვებსაიტებისა. თქვენ ეს უნდა იცოდეთ, როდესაც საიტიდან გადიხართ და გირჩევთ, წაიკითხოთ და გაეცნოთ იმ სხვა საიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკას და/ან შენიშვნებს, რომლებსაც ეწვევით.

უსაფრთხოება

დაჟინებით გირჩევთ, მიიღოთ უსაფრთხოების ზომები თქვენი პირადი ინფორმაციის დასაცავად, როდესაც ინტერნეტში ხართ. იქონიეთ ყველა პაროლი დაცულად და დარწმუნდით, რომ დაცულ ბრაუზერს იყენებთ.

თქვენი ინფორმაციის გამოყენება ევროკავშირს მიღმა

ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელსაც შეიძლება თქვენი პირადი ინფორმაცია გავანდოთ, შეიძლება ევროკავშირის მიღმა მდებარეობდეს. იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია და/ან სერვისები, რომლებსაც მოითხოვთ, შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი პირადი ინფორმაციის ამ ქვეყნებში გადაცემა, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება არ იცავდეს კონფიდენციალურობის და პირადი ინფორმაციის უფლებებს ისეთი ხარისხით, როგორც ეს ევროკავშირში ხდება. თუ თანახმა არ ხართ, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია ევროკავშირის მიღმა გაიგზავნოს, გთხოვთ, ნუ გამოგვიგზავნით მას.

თქვენი უფლებები თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომასთან, მის შესწორებასთან, შეცვლასთან და/ან წაშლასთან დაკავშირებით

თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ჩვენს ხელთ არსებული თქვენი პირადი ინფორმაციის ასლი და/ან გქონდეთ მასზე წვდომა, ასევე, მისი შესწორების, შეცვლის და/ან წაშლის საშუალება.

თუ გსურთ მიიღოთ იმ პირადი ინფორმაციის ასლი, რომელსაც თქვენს შესახებ ვფლობთ, წერილობითი ფორმით უნდა გააკეთოთ მოთხოვნა ქვემოთ მოყვანილ კონტაქტებზე. ამგვარი პირადი ინფორმაციის ასლის გაკეთებაზე თქვენი თითოეული მოთხოვნის შესასრულებლად, შესაძლებელია მცირე საფასურის გადახდა დაგაკისროთ.

თუ თქვენს მიერ მოწოდებულ ნებისმიერ პირად ინფორმაციაზე წვდომა, მისი შესწორება ან შეცვლა გსურთ, უფლება გაქვთ, შეასწოროთ და/ან შეცვალოთ ამგვარი ინფორმაცია. თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომის, მისი შესწორების და/ან შეცვლის სათანადო მეთოდ(ებ)ი მოყვანილია ქვემოთ:

(ა) თქვენს მიერ გამოყენებული საიტების ან სერვისების მიხედვით, შეიძლება გქონდეთ პირად ინფორმაციაზე ონლაინ რეჟიმში წვდომის, მისი შესწორების და/ან შეცვლის საშუალება. სხვების მიერ თქვენი პირადი ინფორმაციის ნახვის თავიდან ასაცილებლად, თქვენ მოგეთხოვებათ თქვენი მონაცემებით (მაგალითად, ელფოსტის მისამართი და პაროლი) შესვლა;

ან, სხვაგვარად

(ბ) ნებისმიერი მოთხოვნა, წვდომასთან, შესწორებასთან და/ან შეცვლასთან დაკავშირებით, წერილობითი ფორმით უნდა გაიგზავნოს ქვემოთ მოცემულ საკონტაქტო მონაცემებზე და უნდა შეიცავდეს საკმარის ინფორმაციას, რომელიც თქვენი პიროვნების დადგენის და თქვენი მოთხოვნის დამუშავების საშუალებას მოგვცემს.

თუ გსურთ თქვენს მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაცია წაიშალოს და/ან აღარ გსურთ, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია მუშავდებოდეს, ინახებოდეს და/ან გამოიყენებოდეს, თქვენი მოთხოვნა წერილობითი ფორმით უნდა გაიგზავნოს ქვემოთ მოყვანილ საკონტაქტო მონაცემებზე და უნდა შეიცავდეს საკმარის ინფორმაციას, რომელიც თქვენი პიროვნების დადგენის და იმ პირადი ინფორმაციის განსაზღვრის საშუალებას მოგვცემს, რომლის წაშლასაც მოითხოვთ.

თუ რაიმე კითხვები გაქვთ კონფიდენციალურობის შესახებ ამ დებულებასთან, საიტის წესებთან ან საიტთან თქვენს შეთანხმებებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ქვემოთ მოყვანილ საკონტაქტო მონაცემებზე დაგვიკავშირდეთ:

საიტთან კონტაქტი

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტის საშუალებით, მისამართზე [email protected], ან მისწეროთ World Rugby ქვემოთ მოყვანილ მისამართზე.

დებულება კონფიდენციალურობის შესახებ შეიძლება შეტყობინების გარეშე შეიცვალოს.

დებულება კონფიდენციალურობის შესახებ ბოლოს აიტვირთა 2015 თებერვალი 23 მაისს.

World Rugby Limited,
World Rugby House,
8-10 Pembroke Street Upper,
Dublin 2,
Ireland.

Copyright © რაგბის საერთაშორისო საბჭო 2015. ყველა უფლება დაცულია.