.

ქუქი ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ქუქი ფაილების პოლიტიკა მოიცავს შემდეგი ვებსაიტებით მოწოდებულ სერვისებს, რომელთა მონაცემებს აკონტროლებს World Rugby Limited, სათაო ოფისის მისამართი: World Rugby House, 8-10 Pembroke Street Lower, Dublin 2, Ireland:

passport.worldrugby.org
playerwelfare.worldrugby.org
rugbyready.worldrugby.org
sandc.worldrugby.org
laws.worldrugby.org
keeprugbyclean.worldrugby.org
getintorugby.worldrugby.org
integrity.worldrugby.org
coaching.worldrugby.org
officiating.worldrugby.org

ამ პოლიტიკის მიზანია მიაწოდოს აღნიშნული ვებსაიტების მომხმარებლებს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ქუქი ფაილები გამოიყენება ამ ვებსაიტებზე ვიზიტისას, როგორ გამოიყენება ეს ქუქი ფაილები და როგორ შეიძლება მათი მართვა.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

იმისათვის, რომ დეტალურად გაიგოთ, თუ რა ინფორმაცია გროვდება თქვენს შესახებ თქვენს მიერ ამ ვებსაიტებზე შესვლისას, როგორ გამოიყენება ეს ინფორმაცია, მჟღავნდება თუ არა იგი და რა გზით ვიცავთ მომხმარებლის კონფიდენციალურობას, გთხოვთ იხილოთ ცალკეული მოცემული ვებსაიტის შესაბამისი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ამ ვებსაიტების საშუალებით მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია აღნიშნული ცალკეული კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს უნდა დაექვემდებაროს. თქვენ უნდა იცნობდეთ კონფიდენციალურობის აღნიშნულ პოლიტიკას, ამიტომ გირჩევთ გაეცნოთ თქვენს მიერ მონახულებული ვებსაიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ქუქი ფაილების შესახებ

ვებსაიტების მრავალი სხვა ოპერატორების მსგავსად, ჩვენ ამ ვებსაიტებზე შესაძლოა ვიყენებდეთ სტანდარტულ ტექნოლოგიას, რომელსაც „ქუქი“ ეწოდება. ქუქი ფაილები იმ ინფორმაციის ნაწილის შემცველ მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს წარმოადგენს, რომელიც თქვენს მიერ ჩვენი ვებსაიტების მონახულებისას, ბრაუზერის მიერ თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე ან სხვა მოწყობილობაზე ინახება. თქვენს მიერ მოთხოვნილი ან ვებსაიტებზე ხელმისაწვდომი სერვისების მიხედვით, ქუქი ფაილში შენახული ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს ვებსაიტებზე ძიების თქვენს ჩვევებს, ან უნიკალურ საიდენტიფიკაციო ნომერს, ისე, რომ ვებსაიტებმა „გიცნონ“ მომდევნო ვიზიტებისას. ვებსაიტს შეუძლია წაიკითხოს ქუქი ფაილები თქვენი მომდევნო ვიზიტებისას. ზოგადად, ქუქი ფაილები არ შეიცავს პირად ინფორმაციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება, თუ ამგვარი ინფორმაცია ვებსაიტისთვის არ მიგიწოდებიათ.

როგორ ვიყენებთ ქუქი ფაილებს

ქუქი ფაილები ფართოდ გამოიყენება ვებსაიტების მუშაობის, ან უფრო ეფექტური მუშაობისთვის, აგრეთვე ვებსაიტების მფლობელებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად.

ქუქი ფაილები ჩვენს ვებსაიტებზე გამოიყენება სერვისების გასაუმჯობესებლად, მაგალითად, შემდეგი საშუალებებით:

  • იმის ამოცნობა, რომ თქვენ უკვე გაქვთ მოწოდებული ელფოსტის მისამართი ან მომხმარებლის სახელი და პაროლი, ამიტომ მათი მოწოდება ყოველი მოთხოვნილი გვერდისთვის ცალ-ცალკე არ დაგჭირდებათ;
  • დათვლა, თუ რამდენი ადამიანი სარგებლობს სერვისებით, რათა უფრო მარტივი გამოსაყენებელი გახდეს და მოცულობა საკმარისი იყოს სისწრაფის უზრუნველსაყოფად;
  • ანონიმური მონაცემების ანალიზი, რაც გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ იყენებს ხალხი ჩვენი ვებსაიტებით მიწოდებულ სერვისებს, რათა ჩვენი ვებსაიტების სერვისების გაუმჯობესება შევძლოთ.

რომელ ქუქი ფაილებს ვიყენებთ და რატომ ვიყენებთ მათ

ჩვენს ვებსაიტებზე გამოყენებული ქუქი ფაილები ორი კატეგორიისაა:

ა) საიტის ქუქი ფაილები: ესენია ჩვენი საკუთარი ქუქი ფაილები, რომლებსაც ჩვენ ვაკონტროლებთ და ჩვენი ვებსაიტებით სარგებლობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ვიყენებთ. შეიძლება ვიყენებდეთ საიტის ქუქი ფაილებს, რომლებიც საჭიროა თქვენთვის გარკვეული სერვისების მოსაწოდებლად – მაგალითად, ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა სარეგისტრაციო ინფორმაციის შენახვა, არჩეული ენის და გამოკითხვაში მონაწილეობის დამახსოვრება. ეს ქუქი ფაილები თქვენს მიერ გამოყენებას არ აღრიცხავს.

ჩვენი ვებსაიტები ქუქი ფაილებს რამდენიმე ადგილზე იყენებს. ქვემოთ მოცემულია ჩვენი ვებსაიტების მიერ გამოყენებული ყველა ქუქი ფაილის ჩამონათვალი, დეტალებთან ერთად იმის შესახებ, თუ რატომ ვიყენებთ მათ და რამდენ ხანს ნარჩუნდება ისინი:

ქუქი ფაილი: გვერდები რომლებიც ქუქი ფაილებს იყენებს: მიზანი: მოქმედება იწურება:
PHPSESSID ამ ქუქი ფაილს ყველა გვერდი იყენებს ეს ქუქი ფაილი ინახავს რიცხვს, რომელიც თქვენი ბრაუზერის სესიის უნიკალურ იდენტიფიკატორს წარმოადგენს. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს მოგცეთ საშუალება დარეგისტრირდეთ, შეხვიდეთ სისტემაში და გაიაროთ პერსონალური სწავლება, რისი შედეგიც პერსონალური სერტიფიკატი იქნება. ეს რიცხვი თქვენთან არ არის დაკავშირებული და ქუქი ფაილი პირად ინფორმაციას არ შეიცავს. ძიების სესიის დასასრული (როდესაც დააწკაპუნებთ ღილაკზე „გასვლა“ ან ბრაუზერს დახურავთ)

ბ) მესამე მხარის ქუქი ფაილები: ეს არის ქუქი ფაილები, რომელთა ნახვაც შეგიძლიათ სხვა კომპანიების ინტერნეტ ხელსაწყოებში, რომლებსაც ჩვენი ვებსაიტების გასაძლიერებლად ვიყენებთ. მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ს, რათა თვალყური ვადევნოთ, მაგალითად, ხალხის რაოდენობას, რომლებიც ჩვენს ვებსაიტებს იყენებენ, საიდან არიან ისინი და რა მასალას ნახულობენ. ეს ინფორმაცია მხოლოდ სტატისტიკის მიზნებისთვის გროვდება, ის არ ახდენს ინდივიდთა იდენტიფიცირებას და World Rugby მესამე მხარეს მხოლოდ ამ ანალიზის შედეგად მიღებულ შეჯამებულ მონაცემებს მიაწვდის. ეს გვეხმარება გავიგოთ, თუ რამდენად შეგვიძლია ჩვენი ვებსაიტების სფეროების დახვეწა.

მესამე მხარის ქუქი ფაილების შესახებ დამატებითი დეტალები ქვემოთ არის მოყვანილი. ჩვენ არ ვაკონტროლებთ ამ ქუქი ფაილების გავრცელებას და შემდეგის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის მესამე მხარის ვებსაიტებს უნდა მიმართოთ:

ქუქი ფაილი: ქუქი ფაილის სახელი: მიზანი: მოქმედება იწურება:
Google Analytics __utma
__utmb
__utmz
__utmv
__utmx
ეს ქუქი ფაილები მოწოდებულია Google-ის მიერ და World Rugby-ის ციფრულ პლატფორმებზე ტრაფიკის გასაზომად გამოიყენება. მათ მიერ არავითარი პერსონალური ინფორმაციის ჩაწერა არ ხდება.
მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ https://developers.google.com/analytics/resources/concepts/gaConceptsCookies#cookiesSet.
2 წლამდე

მესამე მხარის სხვა ვებსაიტები

ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩვენი ვებსაიტები შეიცავს სხვა საიტებზე გადასასვლელ ბმულებსაც, მაგალითად, ესენია მესამე მხარეები, რომლებიც ჩვენს ვებსაიტებზე დროდადრო რეკლამებს ათავსებენ, აგრეთვე, შეიძლება შეიცავდეს სხვა ისეთ ვებსაიტებზე გადასასვლელ ბმულებს, რომლებსაც ჩვენ არ ვაკონტროლებთ და რომლებზეც ჩვენი ქუქი ფაილების და/ან კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობები არ ვრცელდება. თუ მოცემული ბმულების საშუალებით სხვა ვებსაიტებზე შეხვალთ, აღნიშნული ვებსაიტების ოპერატორებს შეუძლიათ ქუქი ფაილების გამოყენებით და/ან სხვა გზით მოიპოვონ თქვენს შესახებ ინფორმაცია მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც შესაძლოა ჩვენისგან განსხვავდებოდეს.

როგორ ვმართოთ ქუქი ფაილები

ბრაუზერთა უმრავლესობა ავტომატურად იღებს ქუქი ფაილებს, მაგრამ ჩვეულებრივ, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ პარამეტრები თქვენს ვებ-ბრაუზერზე, რათა აკონტროლოთ და მართოთ ქუქი ფაილები. პარამეტრების შეცვლის პროცედურა დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეულ ვებ-ბრაუზერზე. თუ გსურთ ქუქი ფაილები თავად მართოთ, ან შეწყვიტოთ თქვენს კომპიუტერში ან სხვა მოწყობილობაში ქუქი ფაილების მიღება, გადადით თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის (მაგალითად Internet Explorer ან Firefox) დახმარების განყოფილებაში, სადაც იპოვით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს. ზოგ შემთხვევაში, შეგიძლიათ აირჩიოთ ქუქი ფაილების მიღება ჩვენი ვებსაიტებიდან და, იმავდროულად, მათი დაბლოკვა მესამე მხარისგან. სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ დაბლოკოთ ქუქი ფაილები რეკლამის კონკრეტული მომწოდებლებისგან, ან გათიშოთ ყველა ქუქი ფაილი.

ზემოთ აღწერილი პროცედურების გარდა, ქვემოთ გთავაზობთ ვებსაიტების ბმულებს, რომლებიც მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას და პროცედურებს ქუქი ფაილების სამართავად. თუ გსურთ წაშალოთ ყველა ქუქი ფაილი თქვენს მიერ მონახულებული ყველა ვებსაიტიდან, აქ არის ბმულები სამ პროგრამაზე, რომლებიც ამის საშუალებას მოგცემთ:

მხედველობაში იქონიეთ, რომ ჩვენი ქუქი ფაილების წაშლით ან სამომავლოდ ქუქი ფაილების გამორთვით შეიძლება ჩვენი ვებსაიტების გარკვეულ განყოფილებებზე ან ფუნქციებზე წვდომა, ან ჩვენი ვებსაიტების ყველა ფუნქციის სრულად გამოყენება ვერ შეძლოთ.