.

World Rugby-ის ონლაინ შეტყობინება

გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო World Rugby-სთან დასაკავშირებლად. World Rugby ძალიან აფასებს თქვენს მიერ ინფორმაციის მოწოდებას ამ კონფიდენციალურ ვებსაიტზე, ყველა მიღებულ ინფორმაციას უფრთხილდება და მათ კონფიდენციალურობას იცავს.

ინფორმაციის განხილვის შემდეგ, World Rugby-ს შესაძლოა თქვენთან დაკავშირება დასჭირდეს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დასაზუსტებლად ან მეტის გასაგებად. საჭიროების შემთხვევაში, თქვენი შემდგომი დახმარების იმედი გვაქვს.
ინფორმაციის გამომგზავნ პირებს უფლება აქვთ ეს ანონიმურად გააკეთონ, თუ მათ ამის სურვილი აქვთ.
დაკავშირებული პირები ვალდებულნი არიან შეგვატყობინონ ნებისმიერი მიმართვის, მიწვევის, შეთავაზების, მოთხოვნის, წაქეზების, ცდუნების, მითითების, დარწმუნების, წახალისების, თანხის გადახდის ან ხელშეწყობის შესახებ, რომელიც მათ მიმართ ან ნებისმიერი სხვა დაკავშირებული პირის მიმართ გაკეთდა და შეიძლება უკავშირდებოდეს ამ ანტიკორუფციულ რეგულაციებს, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა სახის ქცევის, ინფორმაციის ან ისეთ ქცევაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შესახებ, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს ეს ანტიკორუფციული რეგულაციები ან მის ფარგლებში ხვდებოდეს, ან საფრთხეს უქმნიდეს თამაშის სამართლიანობას.

შეტყობინებაში აღნიშნული პირების დეტალები

+ სხვის დამატება
ამ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, World Rugby (და მის ნებისმიერ აფილირებულ კომპანიას) შეუძლია თქვენს მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია გაუზიაროს ნებისმიერ კავშირს, სარაგბო უწყებას, სამართალდამცავ და/ან უფლებამოსილ ორგანოებს, World Rugby-ის მე-6 რეგულაციის და/ან შესაბამისი კანონების აღსრულების მიზნით. ამ ორგანიზაციათაგან ზოგიერთი შესაძლოა ევროპის ეკონომიკური ზონის არაწევრ ქვეყნებში და/ან თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ მდებარეობდეს. ამით თქვენ თანხმდებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადაცემას ევროპის ეკონომიკური ზონის და/ან თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ. იმ შემთხვევაში, თუ გაგიჩნდათ კითხვები ან ინტერესი World Rugby (და მისი ნებისმიერი აფილირებული კომპანიის) მიერ თქვენი ინფორმაციის დამუშავების შესახებ, კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ World Rugby-ის უფლებამოსილ პირს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ან მის წარმომადგენელს, ელექტრონულ მისამართზე [email protected].

ისეთი ინფორმაციის მოწოდება, რომლის შესახებაც თქვენთვის ცნობილია, რომ ყალბია, შეიძლება World Rugby-ის მე-6 რეგულაციის და/ან შესაბამისი კანონების დარღვევად იყოს განხილული და თქვენს წინააღმდეგ სანქციების გამოყენების მიზეზი გახდეს.

შეტყობინების გაგზავნა