.

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენა

სპორტში ჩართული ადამიანები შეიძლება უფრო მოწყვლადები იყვნენ იმ პრობლემების მიმართ, რომლებიც საზოგადოების ფართო ფენებს ეხება, ამიტომ მათ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რათა პრობლემები აირიდონ.

სპორტის სხვა სახეობების შემთხვევებმა აჩვენა, რომ კორუფციონერები, მათი კრიმინალური კავშირებით ან სხვა გზებით, იღებენ ინფორმაციას ათლეტების/სპორტში ჩართული სხვა პირების შესახებ, რომლებსაც მავნე ჩვევებთან, ვალებთან დაკავშირებული პრობლემები ან სხვა სისუსტეები აქვთ, რათა ამით ისარგებლონ. ამან შეიძლება კორუფციონერების სამიზნედ გაქციოთ, რაც თქვენს თავს და თქვენს ოჯახს საფრთხეში ჩააგდებს და თქვენს კარიერას, რეპუტაციას და გუნდს დაემუქრება. შემთხვევითი არ არის, რომ კონკრეტულ შემთხვევათა კვლევების მონაწილე ბევრს ათლეტს და ოფიციალურ წარმომადგენელს, ვალებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვთ.

პირადი პრობლემის ტიპები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ და რომლებთან დაკავშირებითაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა ითხოვოთ დახმარება, შემდეგია:

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემები

გაესაუბრეთ თქვენი ქვეყნის აზარტული თამაშების დახმარების სამსახურებს, თქვენს კავშირს/მოთამაშეთა ასოციაციას, თქვენს ექიმს ან ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რომლებსაც ენდობით.

ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები

გაესაუბრეთ თქვენი ქვეყნის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების დახმარების სამსახურებს, თქვენს კავშირს/მოთამაშეთა ასოციაციას, თქვენს ექიმს ან ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რომლებსაც ენდობით.

ფულთან დაკავშირებული პრობლემები

გაესაუბრეთ ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რომლებსაც ენდობით, თქვენს კავშირს/მოთამაშეთა ასოციაციას ან ფინანსურ მრჩეველს.

სხვა მავნე ჩვევები/პრობლემები

გაესაუბრეთ ექიმს, თქვენს კავშირს/მოთამაშეთა ასოციაციას ან ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რომლებსაც ენდობით.