.

მონიტორინგი და პრევენცია

მონიტორინგის ზომები მოქმედებს World Rugby-ში, კავშირებში, ფსონების მიმღებ კომპანიებში და სულ უფრო მეტად, როგორც ეს ჩანს კონკრეტულ შემთხვევათა კვლევებიდან, ბევრი ქვეყნის მთავრობასა და პოლიციის გონყოფილებებში, რათა დადგინდეს უჩვეულო ფსონები ან შემთხვევები სპორტულ შეჯიბრებებზე. რეგულაციებიდან გამომდინარე, განცხადება საეჭვო ქცევის შესახებ სავალდებულოა, ამიტომ World Rugby-მ შეიძლება, ასევე, ინფორმაცია მიიღოს თქვენთან დაკავშირებული წყაროებიდან ან მატჩიდან, რომელშიც თქვენ მონაწილეობდით.

ეს ორგანოები ინფორმაციას ცვლიან World Rugby-სთან, რომელსაც კონტაქტი აქვს სპორტის სხვა სახეობებთანაც, რათა თვალყური ადევნოს პოტენციურ კორუფციონერებსა და დაკვირვების ქვეშ მყოფ პირებს, რომლებიც შეიძლება სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოძრაობდნენ.

როდესაც World Rugby ინციდენტს გამოავლენს ან მის შესახებ იგებს, ამას შეიძლება მოჰყვეს ფარული გამოძიება და შემდგომი დაკვირვება გარკვეული დროის მანძილზე, World Rugby-ს მიერ დამოუკიდებლად ან პოლიციასთან და/ან სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად. სხვა შემთხვევაში, World Rugby-მ, მოცემული პირ(ებ)ის კავშირმა და/ან პოლიციამ შეიძლება დაუყოვნებლივ წაუყენოს ბრალი მონაწილე პირ(ებ)ს და დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება.

თუ ამ პროგრამიდან რომელიმე სიტუაციაში აღმოჩნდებით, თქვენს თავს შემდეგი კითხვა უნდა დაუსვათ:

„ღირს თუ არა გარისკვა?“

დიდი ალბათობით, დაგიჭერენ და დაკარგავთ კარიერას, რეპუტაციას, სპონსორებს, მეგობრებს, კლუბს და ა.შ.

არ გაიყვანო რაგბი თამაშგარეთ. ნუ გარისკავ საკუთარი კარიერით.