.

განცხადება დაახლოების, ეჭვების ან დარღვევების შესახებ

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად მცირე და ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, თუ თქვენ დაგიკავშირდნენ ან გთხოვეს შიდა ინფორმაციის მიწოდება (ან თუ თქვენ იცით ან ეჭვი გაქვთ, რომ თანაგუნდელს ან თამაშში ჩართულ სხვა პირს დაუკავშირდნენ ან სთხოვეს შიდა ინფორმაციის მიწოდება), დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ World Rugby-ის ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მექანიზმის საშუალებით:

[email protected]

ვებ-ფორმა

Q. რატომ უნდა განვაცხადო დაკავშირების, ეჭვის ან დარღვევის შესახებ?
A. გარდა იმისა, რომ დაახლოების ან საეჭვო ქმედებების შესახებ შეგიძლიათ თქვენს ადგილობრივ კავშირს ან მოთამაშეთა ასოციაციას გაესაუბროთ, World Rugby-ში, როგორც ცენტრალურ ორგანოში, განცხადება არის ნებისმიერი დაკავშირებული პირის ვალდებულება და ეს აუცილებელია იმაში დასარწმუნებლად, რომ მთელი შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება კორუფციულ კავშირებს ან თამაშში არსებულ კორუფციას ეხებოდეს, ერთ ადგილას იყრის თავს. ეს საშუალებას აძლევს World Rugby-ს და კავშირს, თვალყური ადევნონ განცხადებებს, ქცევებსა და პოტენციურ დარღვევებს მონაცემთა ერთი ცენტრალური ბაზიდან. მაგალითად, კორუფციონერები და აზარტული თამაშების სინდიკატები შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებდნენ და World Rugby-მ გლობალურად უნდა იცოდეს მათი საქმიანობის შესახებ, რათა საშუალება ჰქონდეს, დაიცვას თამაშის მონაწილეები, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი.

World Rugby-სთან თქვენს ნებისმიერ კონტაქტს კონფიდენციალურობის სრული დაცვით მოეპყრობიან.

ბევრ ქვეყანაში, World Rugby-სთან დაკავშირებასთან ერთად, თქვენ შეიძლება ვალდებული იყოთ მატჩის გარიგების ან სპორტში პოტენციური კორუფციის შესახებ პოლიციის ადგილობრივ სამსახურშიც განაცხადოთ. თქვენმა კავშირმა ან მოთამაშეთა ასოციაციამ შეიძლება დამატებითი რჩევები მოგაწოდოთ ამ მიმართულებით.

გახსოვდეთ, World Rugby, თქვენი კავშირი და/ან მოთამაშეთა ასოციაცია დაგეხმარებათ მანამ, სანამ ძალიან გვიან არ არის.