.

რისი უფლება გაქვთ და რა გეკრძალებათ ფსონის დადებისას

ფსონის დადება იკრძალება რაგბის ყველა თამაშზე მსოფლიო ნებისმიერ ადგილას:

ყველასთვის, ვინც ჩართულია პროფესიონალურ, ნახევრად-პროფესიონალურ ან ნებისმიერი სახის რაგბიში, რომელშიც მოთამაშეები ანაზღაურებას იღებენ, მათ შორის, თანაგუნდელებისა და მოწინააღმდეგეებისთვის.

ფსონის დადება იკრძალება რაგბიზე (ანუ მატჩებზე, ტურნირებზე, სერიებზე, ლიგებზე, შეჯიბრებებზე და ა.შ.), რომლებშიც თვითონ ფსონის დამდები და მისი ეროვნული ნაკრები გუნდები და/ან მსაჯთა კომიტეტი მონაწილეობს, დაკავშირებულია ან ჩართულია პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით (მათ შორის, ფსონის დადება არ შეგიძლიათ შვიდკაცა რაგბის სერიის ტურნირზე, თუ თქვენ ამ სერიის სხვა ტურნირში გითამაშიათ):

ყველასთვის, ვინც ჩართულია სამოყვარულო საერთაშორისო რაგბიში (ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, მამაკაცთა და ქალთა ზოგიერთი საერთაშორისო გუნდი, ჩვეულებრივ, ქვედა დონეებზე, სადაც ისინი არ თამაშობენ ანაზღაურებადი მოთამაშეების წინააღმდეგ და ასაკობრივი გუნდები საერთაშორისო დონეზე, სადაც არცერთ მხარეზე არავინ იღებს ანაზღაურებას).