.

გარემო, რომელშიც შეიძლება დაახლოება მოხდეს

დაახლოება შეიძლება გამოიხატებოდეს შემდეგში:

  • ბარში თქვენთვის სასმელის შეძენა
  • რესტორანში თქვენთვის საკვების შეძენა
  • VIP ღონისძიებაზე ან ღამის კლუბში დაპატიჟება
  • თქვენთვის ქალების/მამაკაცების წარდგენა ან პროსტიტუტების, ესკორტის ან სექსუალური მომსახურების ორგანიზება (უფასოდ ან ფულის სანაცვლოდ და მიუხედავად იმისა, იცით თუ არა თქვენ ამის შესახებ)
  • ნარკოტიკების შემოთავაზება
  • ძვირადღირებული მანქანების თხოვება
  • სასტუმროში ან თვითმფრინავში უკეთეს ადგილზე მოწყობა

ან შეიძლება უბრალოდ თქვენმა თანაგუნდელმა ან კოლეგამ, რომელიც უკვე კორუფციონერების გავლენის ქვეშ არის, დაგისვათ უჩვეულო კითხვები ტრავმების ან ფულის შესახებ, შემოგთავაზოთ ნარკოტიკები ან გაგაცნოთ მთავარი კორუფციონერი ან კრიმინალური სამყაროს სხვა წარმომადგენლები.

გარე კორუფციონერები ხშირად ცდილობენ თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენას, რათა დაგიმეგობრდნენ და თავი დავალებულად გაგრძნობინონ. მეგობრობის ნიღაბქვეშ, ისინი შეიძლება გეკითხებოდნენ ფულის, ნარკოტიკების, აზარტული თამაშების ან ოჯახური პრობლემების შესახებ, მაგრამ რეალურად ეძებდნენ სისუსტეს, რომლის გამოყენებასაც შეძლებენ. საბოლოო ჯამში, მას შემდეგ, რაც მიიღებთ მათ დახმარებას, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა უმეტესობის მსგავსად, შეიძლება მათთან თანამშრომლობის გარდა სხვა არჩევანი არ დაგიტოვონ და ამისთვის გამოიყენონ შანტაჟი (მაგალითად, ფოტოებით, სადაც თქვენ ნარკოტიკებს იღებთ ან შეუსაბამოდ იქცევით) ან თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის მუქარაც კი.

თუ ვინმე კორუფციონერების გავლენის ქვეშ არის, მან შეიძლება თქვენთან დაახლოება სცადოს, რათა გამოიყენოს თქვენი ნდობა ან მისთვის ცნობილი სისუსტეები ან შეეცადოს გაიგოს მათ შესახებ (მაგალითად, ფული, ნარკოტიკები, აზარტული თამაშები ან ოჯახური პრობლემები).

ეს საწყისი ეტაპი შეიძლება გარკვეული დროის ან რამდენიმე არაფორმალური შეხვედრის მანძილზე გრძელდებოდეს და შეიძლება საკმაოდ უწყინარი და მაამებლური სახეც კი ჰქონდეს, თუ ყურადღებით არ ხართ.