.

როგორ ამოვიცნოთ დაახლოება

კორუფციონერის დაახლოებას, თავიდან შეიძლება უწყინარი სახე ჰქონდეს. შეიძლება ვინმე გაგაცნოთ თქვენმა თანაგუნდელმა, აგენტმა, სპონსორმა, ან რაიმე ღონისძიებაზე, სასტუმროში, აეროპორტში ან საზოგადოების თავშეყრის სხვა ადგილებში უბრალოდ გაიცნოთ პირი, რომელიც ჰგავს „ფანს“ ან „გრუპის“.

სპორტის ზოგიერთ სხვა სახეობაში, კორუფციონერებმა მოახერხეს გუნდის ერთი წევრის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა და შემდეგ მას სხვა წევრებთან დაახლოებისთვის იყენებდნენ.