.

როგორ ავარიდოთ თავი დაახლოებას

თუ ხვდებით, რომ კორუფციონერი თქვენთან დაახლოებას ცდილობს ან უკვე მომხდარი დაახლოება კორუფციულ კავშირში გადადის, თქვენ უნდა შეეცადოთ, შეძლებისდაგვარად, შეცვალოთ საუბრის თემა, ზრდილობიანად უარყოთ მათი შემოთავაზებები, თუ საჭიროა, დაარწმუნოთ კორუფციონერი, რომ ყველა სუსტი წერტილი (მაგალითად, ვალი, აზარტული თამაშები ან ნარკოტიკები), რომელიც მათთვის შეიძლება ცნობილი იყოს, კონტროლის ქვეშ გაქვთ და რაც შეიძლება სწრაფად გაეცალოთ იქაურობას, თუნდაც საბაბად იმის თქმა მოგიწიოთ, რომ დილით ადრე ვარჯიში გაქვთ სპორტულ დარბაზში.

ამის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეატყობინოთ World Rugby-ის კონფიდენციალურად, ამ ვებსაიტის საშუალებით ან

[email protected]

შეტყობინების ხაზზე. თუ ადგილობრივი მხარდაჭერა გჭირდებათ, შეგიძლიათ, ასევე, თქვენს კავშირს, მოთამაშეთა ასოციაციას და/ან პოლიციას გაესაუბროთ.