.

რა მოხდება, თუ უარს ვიტყვი თანამშრომლობაზე, რადგან უკვე მივიღე სარგებელი?

შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ძალადობა და/ან მუქარები თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მიმართ, განსაკუთრებით, თუ გაცლას ან თანამშრომლობაზე უარის თქმას ცდილობთ მას შემდეგ, რაც კორუფციონერის სტუმართმოყვარეობით და VIP მომსახურებებით ისარგებლეთ.

თქვენ შეიძლება დახმარება და რჩევა დაგჭირდეთ, სანამ ზედმეტად გვიან არ იქნება, ხოლო World Rugby, თქვენი კავშირი და/ან მოთამაშეთა ასოციაცია მზად არიან დაგეხმაროთ.

ნახეთ შემდეგი ვიდეო NBA-ის ყოფილი მსაჯის, ტიმ დონაჰის შესახებ, რომელიც NBA-ის კალათბურთთან დაკავშირებულ აზარტულ თამაშებში მონაწილეობდა. მას დაუკავშირდნენ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები და მიიღეს მისგან დახმარება, რასაც იმით ხსნიდა, რომ თავისი ოჯახის უსაფრთხოების გამო ეშინოდა. შედეგად, ის აშშ-ის მთავრობამ დააკავა და პატიმრობა მიუსაჯა კორუფციისთვის.