.

რა არის შიდა ინფორმაცია?

მოკლედ, შიდა ინფორმაცია არის რაგბისთან დაკავშირებული ნებისმიერი არასაჯარო ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის ცნობილია თქვენი თამაშში ჩართულობიდან გამომდინარე.

თამაშში თქვენი როლის მიხედვით, შეიძლება ხელი სხვადასხვა ტიპის შიდა ინფორმაციაზე მიგიწვდებოდეთ.

მოთამაშეები, მწვრთნელები და გუნდის წევრი სხვა პირები

თუ თქვენ ხართ მოთამაშე, მწვრთნელი, გუნდის ექიმი/ფიზიოთერაპევტი, ანალიტიკოსი ან გუნდის სხვა წევრი, თქვენთვის ხელმისაწვდომი შიდა ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს: ტაქტიკას, სტრატეგიას, გუნდის სელექციას, განზრახულ ცვლილებებს, გუნდის ტრავმებს, ფორმას, ვინ იწყებს თამაშს, კენჭისყრის გამარჯვებულს, მოედნის/ამინდის პირობებს (მაგალითად, სანამ პუბლიკა სტადიონზე მივა), ტრიბუნალზე გამოძახებებს და ყვითელ ბარათებს, ვიდეო ანალიზის დეტალურ ინფორმაციას და სტატისტიკას, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის და ა.შ., სანამ გახდება/თუ არ გახდა ასეთი ინფორმაცია საჯარო.

მატჩის მსაჯები და მსაჯობაში მონაწილე სხვა პირები

თუ თქვენ მატჩის მსაჯი ხართ ან დაკავშირებული ხართ მატჩის მსაჯთან, მაგალითად, ხართ მუშაობის ეფექტურობის შემფასებელი ან სელექციონერი, შიდა ინფორმაცია, რომელსაც შესაძლებელია ფლობდეთ, შეიძლება მოიცავდეს: დანიშნულ მსაჯებს, ვინ იწყებს თამაშს, კენჭისყრის გამარჯვებულს, მოედნის/ამინდის პირობებს (მაგალითად, სანამ პუბლიკა სტადიონზე მივა), როგორ წარიმართება მატჩის მსაჯობა, ტრიბუნალზე გამოძახებებს და ყვითელ ბარათებს, ვიდეო ანალიზის დეტალურ ინფორმაციას და ა.შ., სანამ გახდება/თუ არ გახდა ასეთი ინფორმაცია საჯარო.

რაგბის ადმინისტრაციაში ჩართული პირები

თუ თქვენ ხართ ადმინისტრატორი ან მოხალისე კავშირში, ასოციაციაში ან კლუბში, თქვენს ხელთ არსებული შიდა ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს: მწვრთნელის და კაპიტნის დანიშვნას, კალენდარული თამაშების განრიგს, გუნდის სელექციას, დანიშნულ მსაჯებს, ტაქტიკას, სტრატეგიას, გუნდის სელექციას, განზრახულ ცვლილებებს, გუნდის ტრავმებს, ფორმას, მოედნის/ამინდის პირობებს (მაგალითად, სანამ პუბლიკა სტადიონზე მივა), ტრიბუნალზე გამოძახებებს და ყვითელ ბარათებს და ა.შ., მანამ ეს ინფორმაცია საჯარო გახდება.

თამაშში ჩართული პირების ახლობლები

თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანებიდან რომელიმეს ოჯახის წევრი, მეგობარი ან ახლობელი ხართ, შიდა ინფორმაციას შეიძლება ამ პირისგანაც ფლობდეთ.

შიდა ინფორმაციის ქონა გარდაუვალია, ვინაიდან თამაშში ნებისმიერი როლის ნაწილს წარმოადგენს, და თავისთავად რეგულაციების დარღვევა არ არის. მნიშვნელოვანია, თუ როგორ იყენებთ ამ ინფორმაციას.

შიდა ინფორმაციის სრული განსაზღვრება შეგიძლიათ იხილოთ აქ დაწკაპუნებით ან შეხებით.