.

რისი გაკეთება არ შეგიძლიათ შიდა ინფორმაციასთან დაკავშირებით

დაკავშირებულ პირებს არ შეუძლიათ გააკეთონ ან სცადონ შემდეგი:

  • შიდა ინფორმაციის გამოყენება ფსონის დასადებად, მისივე ან სხვის მიერ.
  • მისი გამჟღავნება ნებისმიერი პირისთვის, როდესაც მათ იციან ან წესით უნდა იცოდნენ, რომ ის შეიძლება ფსონების დასადებად გამოიყენონ.
  • ნებისმიერი სარგებლის (რაც შეიძლება იყოს ფული ან სხვა რამ) მიღება ან გაცემა შიდა ინფორმაციის მიწოდებისთვის (მაშინაც კი, თუ ისინი ბოლომდე არ მიყვებიან და, რეალურად, არ მიაწვდიან/მიიღებენ ინფორმაციას).
  • შიდა ინფორმაციის მიწოდების ან ზემოთ მოცემული რეგულაციების ნებისმიერი დარღვევის სანაცვლოდ სარგებლის გაცემის ან მიღების თხოვნა, წახალისება, ხელშეწყობა ან დარწმუნება.

შიდა ინფორმაცია არ უნდა გამჟღავნდეს ხალხის ვიწრო ჯგუფთან, ვინაიდან ამან შეიძლება მათ უსამართლო უპირატესობა მისცეს ფსონების დადების საკითხში, დიდწილად იმგვარადვე, როგორც ეს ხდება კომპანიებში ფასიანი ქაღალდებით ინსაიდერული ვაჭრობის შემთხვევაში.

ეს ნიშნავს, რომ თუ შიდა ინფორმაციას ვიწრო ჯგუფს გაანდობთ, იქნებიან ესენი ოჯახის წევრები სახლში, მეგობრები კაფეში, კოლეგები უნივერსიტეტში, თქვენი მიმდევრები ტვიტერში ან თქვენი მეგობრები ფეისბუქზე, ამით შეიძლება რეგულაციები დაარღვიოთ.