.

სხვა კორუფციული სამართალდარღვევები

დაკავშირებულ პირებს უფლება არ აქვთ მოითხოვონ, შესთავაზონ, უბიძგონ, ასწავლონ, დაარწმუნონ, წაახალისონ და/ან გააადვილონ სარაგბო ღონისძიებასთან დაკავშირებული სარგებლის (რაც შეიძლება იყოს ფული ან სხვა რამ) გაცემა და/ან მიღება არასათანადო ფორმით და/ან გარემოებებში, როდესაც დაკავშირებულმა პირმა იცის ან წესით უნდა იცოდეს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს პირის ან თამაშის რეპუტაციის შელახვა ან საფრთხე შეუქმნას თამაშის სამართლიანობას.

ეს შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, მატჩების გამრიგებლებისგან, საქმის მოგვარების ნაწილის სახით, საჩუქრების მიღებას ან, მაგალითად, მატჩის გამრიგებლისთვის ფულის სანაცვლოდ მოთამაშის წარდგენას.

დაკავშირებულ პირს, ასევე, ეკრძალება გააყალბოს, ხელის შეუშალოს, დააყოვნოს და/ან გაანადგუროს რაიმე მტკიცებულება ან პოტენციური მტკიცებულება, დოკუმენტაცია ან ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს დარღვევასთან, პოტენციურ დარღვევასთან ან გამოძიებასთან, World Rugby-ის ანტიკორუფციული რეგულაციების ფარგლებში.

ეს ნიშნავს, რომ დაკავშირებული პირი, რომელიც, მაგალითად, გადააგდებს ფსონის ქვითარს, ან გაანადგურებს მობილური ტელეფონის ჩანაწერს, რომელიც აჩვენებდა, რომ მათ მატჩების გამრიგებელს დაურეკეს, რეგულაციებს დაარღვევს. ასევე, ეს ნიშნავს, რომ თუ World Rugby ან კავშირი მოითხოვს გამოძიების დახმარებას დოკუმენტების მიწოდების გზით, ნებისმიერი შეფერხება ან გამოძიებისთვის ხელის შეშლა შეიძლება რეგულაციების დარღვევა იყოს.

6.3.4 რეგულაციის სრული ტექსტის სანახავად, აქ დააწკაპუნეთ ან შეეხეთ.

თუ დარწმუნებული ხართ, რომ ყოველთვის პატიოსნად იქცევით და ცდილობთ ურთიერთობა გქონდეთ მხოლოდ კარგი რეპუტაციის მქონე პირებთან, მაშინ ამ რეგულაციებთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა არ გექნებათ.